+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88
ჩვენ შესახებ
მაღალკვალიფიციური კადრები, ულტრათანამედროვე აღჭურვილობა, პაციენტისადმი გულისხმიერება და საქმისადმი პასუხისმგებლობა, კომფორტული შენობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა განაპირობებს ,,ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას“ მაღალ რეიტინგს არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელები არიან ცნობილი ექიმი-ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ბ-ნი ალექსანდრე ჩიჩუა და მისი ვაჟი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჩიჩუა.






ჩვენი მისია
ჩვენი მისია ეფუძნება მედიცინის უძველეს ტრადიციებს, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ერთგულებას სამკურნალო ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართ.
ჩვენი ხედვა
შპს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა, როგორც სანდო და აღიარებული სამედიცინო დაწესებულება, უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო მომსახურებას.
თვალის სნეულებათა კლინიკა დაარსდა 1905 წელს I კლინიკური საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილების ბაზაზე. ეს საავადმყოფო, ისევე როგორც მისი თვალის სნეულებათა განყოფილება, თვალის ისტორიას მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან ითვლის.
2014 წლის 1 ოქტომბერს აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში ახალი მრავალსართულიანი შენობა. აქ განთავსებულია სამედიცინო ცენტრი მზერა. კლინიკის საქმიანობა გახდა მრავალპროფილური. გარდა წამყვანი ოფთალმოლოგიური მიმართულებისა, დაიწყო ფუნქციონირება ონკოგინეკოლოგიურმა, პროქტოლოგიურმა, მამოლოგიურმა, ენდოკრინოლოგიურმა, ლაპარასკოპიულმა, ქირურგიამ და სხვა სამსახურებმა. კლინიკას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპისა და აშშ_ს წამყვან კლინიკებთან და სპეციალისტებთან, რაც სამკურნალო პროცესის მუდმივი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საშუალებას იძლევა. „მზერა“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული, გამოცდილი სპეციალისტებით, აღჭურვილია გერმანული, ამერიკული და იაპონური წარმოების უახლესი აპარატურით, რაც მთელი რიგი ურთულესი პათოლოგიების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა. კლინიკის ექიმებს გავლილი აქვთ სტაჟირება ევროპის, ამერიკისა და რუსეთის წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

