+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88
კატარაქტა
კატარაქტა არის თვალში არსებული ბუნებრივი გამჭვირვალე ოპტიკური ლინზის ანუ ბროლის შემღვრევა. დაავადება აფერხებს თვალში სინათლის სხივების შეღწევას და იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას მის სრულ დაკარგვამდე.
რა იწვევს კატარაქტის განვითარებას?
კატარაქტა უმეტესწილად ასაკობრივი დაავადებაა. ასევე, კატარაქტა შეიძლება იყოს თანდაყოლილი, რაც ძირითადად გამოწვეულია ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილ ინფექციური დაავადებებით.
კატარაქტის განვითარების რისკ-ფაქტორებია:
სიგარეტის მოწევა
ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება
სხვადასხვა მედიკამენტის (ჰორმონალური პრეპარატები) ხანგრძლივი გამოყენება
სისტემური დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ატოპიური დერმატიტი)
ტრავმები
რამდენად ხშირია კატარაქტის შემთხვევები და რა ასაკში იწყება მისი გამოვლინება?
კატარაქტის რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, პირველი ნიშნები შესაძლოა 40-45 წლიდან გამოვლინდეს. 75 წლის ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 50% კი კატარაქტით არის დაავადებული.
კატარაქტის სიმპტომებია:
დაბინდული მხედველობა
ფერების გაყვითლება
საგნების გაორება
მომატებული მგრძნობელობა
ღამით ხედვის გაუარესება
როგორ ავიცილოთ თავიდან კატარაქტის განვითარება, არსებობს თუ არა რაიმე პრევენცია?
კონკრეტულად გაწერილი პრევენციის მეთოდები კატარაქტის თავიდან ასაცილებლად არ არსებობს. თუმცა, რეკომენდაციის სახით: მიირთვით A და E ვიტამინის შემცველი პროდუქტები, შეამცირეთ თამბაქოს მოხმარება, ატარეთ მზის სათვალე, აკონტროლეთ გლუკოზა.
მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა, რომლის დროსაც თვალს ვაცილებთ შემღვრეულ ბროლს და ვახდენთ ხელოვნური ბროლის იმპლანტაციას. ოპერაცია კეთდება ამბულატორიულ პირობებში ადგილობრივი ანესთეზიით და გრძელდება 10–15 წუთის განმავლობაში.
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“ გთავაზობთ კატარაქტის უნაკერო ოპერაციებსა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნური ბროლების ფართო არჩევანს. შემღვრეული ბროლის მოცილება ჩვენს კლინიკაში ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციით (უნაკეროდ) მიმდინარეობს, ხოლო ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია მცირე ზომის განაკვეთიდან ხდება.
შეხედულება იმის შესახებ, რომ ოპერაციის ჩატარებამდე ბროლი უნდა მომწიფდეს, მცდარია. დროულად ჩატარებული მკურნალობა დადებითად აისახება შედეგზე.