top of page
mzera logo orange_edited.png
+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88

ბავშვთა ოფთალმოლოგია

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი "მზერა" გთავაზობთ ბავშვთა და მოზარდთა მხედველობის გამოკვლევას, რეფრაქციის დიაგნოსტიკასა და კორექციას ჩვილობიდან.


ჩვენს კლინიკაში უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებას ბავშვთან ოფთალმოლოგიის მიმართულება, პაციენტებს ვმკურნალობთ, როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული მეთოდებით.


ზარმაცი თვალი, რომელიც სამედიცინო ტერმინით ცნობილია როგორც ამბლიოპია, ბავშვებში მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. კვლევების თანახმად, ეს მდგომარეობა ზრდასრულთა დაახლოებით 5%-ში გვხვდება.


დაბადებიდან მხედველობის სიმახვილე ძალიან დაბალია, ხოლო 5-6 წლისთვის 100 პროცენტს აღწევს.  ზარმაცი თვალი ვითარდება მაშინ, როცა ერთი თვალი ვერ აღწევს თავის სრულ მხედველობით პოტენციალს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯანმრთელია.


რატომ "ზარმაცი თვალი"?


როდესაც ერთ თვალს მხედველობის სიგნალების სწორად გადაგზავნა არ შეუძლია, ტვინი იწყებს მის უგულებელყოფას და შედეგად, ეს თვალი ზარმაცდება. ასეთი თვალის აქტივობა თანდათან იკლებს, რაც საბოლოოდ იწვევს მხედველობის დაქვეითებას.


რა იწვევს ამბლიოპიას?


ამბლიოპიის განვითარების რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს:


  • სიელმე: თუ თვალები პარალელურად ვერ მოძრაობენ და ერთი რომელიმე მიმართულებით არის გადახრილი, ტვინი ცდილობს თავიდან აიცილოს ორმაგი გამოსახულება და უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ ერთ თვალს

  • რეფრაქციული პრობლემები: თუ ერთ თვალს აქვს მაღალი ხარისხის შორსმხედველობა, ახლომხედველობა ან ასტიგმატიზმი მეორესთან შედარებით, ტვინი უპირატესობას ანიჭებს ძლიერ თვალს, ხოლო სუსტს "უგულებელყოფს"

  • თვალის პრობლემები ბავშვობაში: ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა თანდაყოლილი კატარაქტა ან ქუთუთოს დაშვება (ფტოზი), ხელს უშლის ნორმალური მხედველობის ჩამოყალიბებას და შეიძლება გამოიწვიოს ამბლიოპია


ამბლიოპიის მქონე ბავშვები შეიძლება ისეთი მცირე ასაკის იყვნენ, რომ ვერ შეძლონ სიმპტომების აღწერა. მათ შეიძლება ჰქონდეთ სიელმე ან თვალების მოძრაობის მიმართულება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ასეთი მოვლენები მიუთითებს პრობლემის არსებობაზე და მოითხოვს გამოკვლევის ჩატარებას. მხედველობის განვითარების პრობლემების გამოვლენა უნდა დაიწყოს ადრეულ ასაკში, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები.


ზარმაცი თვალის მკურნალობა მოიცავს ორ საფეხურს:


  • სათვალის დანიშვნა

  • ცუდად მხედველი თვალისთვის შესაბამისი ვარჯიშები


ვარჯიშების ჩატარება ჩვენს კლინიკაში არის შესაძლებელი.

mzera logo orange_edited.png

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

4.png
5.png
  • Facebook

+995 32 277 55 88

+995 32 2 117 711

+995 555 56 55 88

თბილისი, წინანდლის ქ.9

ორშაბათი  

სამშაბათი 

ოთხშაბათი  

ხუთშაბათი 

პარასკევი

შაბათი

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

10:00 - 16:00

2025© ყველა უფლება დაცულია | Privacy Policy

bottom of page