top of page

დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტი ზრდის თვალის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.


ხანდაზმული, არასათანადოდ ნამკურნალები და დაურეგულირებელი დიაბეტი ხშირ შემთხვევაში იწვევს დიაბეტურ რეტინოპათიას. 40+ ადამიანების მესამედს დიაბეტის ფონზე რეტინოპათია უვითარდება. სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე ბადურის უჯრედებისა და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს.


დიაბეტური რეტინოპათია უსიმპტომოდ იწყება, მაგრამ დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისას სიბრმავის განვითარების რისკი 5%-მდე მცირდება.


გართულებული ფორმების დროს შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები:


  • ბუნდოვანი ან „ბინდის“ მსგავსი მხედველობა

  • შავი ლაქები ან ხაზები მხედველობის ველში

  • მხედველობის დაკარგვა


რისკ-ფაქტორები:


  • შაქრიანი დიაბეტი (როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2)

  • დიაბეტის ხანგრძლივობა

  • გაუკონტროლებელი შაქრის დონე

  • არტერიული წნევა

  • მაღალი ქოლესტერინი

  • ორსულობა (დიაბეტით)


როგორ ავიცილოთ დიაბეტური რეტინოპათია?


  • გლუკოზის კონტროლი– შეინარჩუნეთ შაქრის დონე ნორმის ფარგლებში.

  • რეგულარული ვიზიტი ოფთალმოლოგთან – ჩაატარეთ ბადურას კომპიუტერული დიაგნოსტიკა მინიმუმ წელიწადში ერთხელ.

  • სისხლის წნევისა და ქოლესტერინის მართვა – ეს მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების პროგრესირების რისკს.


მკურნალობის მეთოდები მოიცავს:


  • ლაზერულ თერაპიას – სისხლძარღვების გაჟონვის შესაჩერებლად

  • ინექციებს – რეტინაში სპეციალური პრეპარატების შეყვანა

  • ქირურგიას  – რთული შემთხვევების დროს


ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმისთანავე და შემდგომი ვიზიტების სიხშირეს ოფთალმოლოგი განსაზღვრავს.

bottom of page