+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88
თვალის ონკოლოგია და ოკულოპლასტიკა
თვალის ონკოლოგია
თვალის ონკოლოგია მოიცავს თვალსა და მის მიმდებარე ქსოვილებში არსებული კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას.
თვალის ონკოლოგიური დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
მხედველობის მოულოდნელი გაუარესება
თვალის ან ქუთუთოს ფორმის ცვლილება
უჩვეულო ლაქები ან წარმონაქმნები ქუთუთოს ან თვალის ზედაპირზე
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი "მზერა" გთავაზობთ:
დიაგნოსტიკას უახლესი სამედიცინო აპარატურით
მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებაზე
"მზერას" გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან გამოცდილი ოფთალმოლოგები და ონკოლოგები, მზად არის გაუმკლავდეს ყველაზე რთულ შემთხვევებსაც კი.
ოკულოპლასტიკა
ოკულოპლასტიკა მოიცავს თვალის პლასტიკურ-რეკონსტრუქციულ ქირურგიას, რომელიც მიმართულია როგორც ესთეტიკური, ასევე ფუნქციური პრობლემების მოსაგვარებლად.
მთავარი მიმართულებები:
ქუთუთოების პლასტიკური ქირურგია:
ქუთუთოს დაბლა დაწევის (ფტოზი) კორექცია
ქუთუთოს ანომალიების მართვა
ქუთუთოზე არსებული სიმსივნეების მოცილება და რეკონსტრუქცია
საცრემლე ჯირკვლებისა და სადინრების მკურნალობა:
ცრემლდენის მიზეზების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დაკრიოცისტორინოსტომია - სადინრების გაწმენდა ან აღდგენა
თვალბუდის ქირურგია:
თვალბუდის რეკონსტრუქცია ტრავმის ან სიმსივნის მოცილების შემდეგ
წარბებისა და თვალის ირგვლივ არის კორექცია:
ბლეფაროპლასტიკა - ქუთუთოს ფორმის კორექცია
სახისა და წარბების სიმეტრიის აღდგენა ტრავმის ან გენეტიკური პათოლოგიების დროს