top of page
mzera logo orange_edited.png
+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88

კერატოკონუსი

კერატოკონუსი თვალის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც კლინიკურად ძირითადად სიცოცხლის მეორე დეკადაში ვლინდება და პროგრესირებს მეოთხე-მეხუთე დეკადამდე.


დაავადების დროს რქოვანა თხელდება და კონუსის ფორმას იღებს, რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება კი იწვევს მხედველობის გაუარესებას, ვითარდება მიოპია და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი.


დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დადგენილია რისკ-ფაქტორები, მათ შორის: გენეტიკური წინასწარგანწყობა, ალერგიული ფონი და მშრალი თვალის სინდრომი, რომელთა მიერ პროვოცირებულმა თვალის ხშირმა სრესამ შესაძლოა ბიძგი მისცეს დაავადების განვითარებას.


კერატოკონუსის ძირითადი სიმპტომებია:


  • ბუნდოვანი მხედველობა

  • ობიექტების გაორება

  • სინათლისადმი მაღალი მგრძნობელობა

  • ხილული კონტურების დამახინჯება


გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია დაავადების რაც შეიძლება ადრეულ სტადიაში გამოვლენა და სწორი დიაგნოსტიკა, რათა მოხდეს შესაბამისი მკურნალობა - რქოვანას ქროსლინქინგი. მკურნალობის ეს მეთოდის ოქროს სტანდარტადაა აღიარებული და ის თავიდან აგვაცილებს დაავადების პროგრესირებას და შემდგომ გართულებებს.


შეგახსენებთ, რომ "მზერა" ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, სადაც მხედველობის ლაზერული კორექცია კერატოკონუსის დროსაცაა შესაძლებელი. ამის საშუალებას კლინიკაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს.


გარდა ლაზერული კორექციისა, კლინიკაში შესაძლებელია რქოვანას ქროსლინკინგის პროცედურის ჩატარება, რომელიც ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას.

mzera logo orange_edited.png

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

4.png
5.png
  • Facebook

+995 32 277 55 88

+995 32 2 117 711

+995 555 56 55 88

თბილისი, წინანდლის ქ.9

ორშაბათი  

სამშაბათი 

ოთხშაბათი  

ხუთშაბათი 

პარასკევი

შაბათი

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

10:00 - 16:00

2025© ყველა უფლება დაცულია | Privacy Policy

bottom of page