top of page
mzera logo orange_edited.png
+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88

მხედველობის ლაზერული კორექცია

მხედველობის ლაზერული კორექცია უდიდესი სარგებლის მომტანია, რადგან პაციენტი ემშვიდობება სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს.


როდის უნდა მიმართოთ მხედველობის ლაზერულ კორექციას?

თუ გაწუხებთ:


  • ახლომხედველობა

  • შორსმხედველობა

  • ასტიგმატიზმი

  • კერატოკონუსი


მხედველობის ლაზერული კორექცია 30 წელზე მეტია სამედიცინო პრაქტიკაში არსებობს, და მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო პროცედურა, რომელიც ცვლის თვალის ზედაპირის ფორმას და ასწორებს რეფრაქციულ მანკებს.


პროცედურა სულ 10 წუთი გრძელდება, ხოლო ლაზერი თვალზე მხოლოდ 10-15 წამის განმავლობაში ზემოქმედებს. პაციენტი კი 24 საათის შემდეგ უბრუნდება ყოველდღიურობას უკვე სათვალისა და ლინზების გარეშე.


რა ასაკშია შესაძლებელი მხედველობის ლაზერული კორექცია?

ლაზერული კორექცია შესაძლებელია 18 წლიდან, თუ ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურია. კორექცია შესაძლებელია 55 წლამდე.


მხედველობის ლაზერული კორექცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას ღამის საათებში. პროცედურა ზრდის გამოსახულების სიმკვეთრესა და კონტრასტს, რაც საშუალებას გაძლევთ უკეთესად გაარჩიოთ საგნები მუქ ფონზე.


ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ "მზერა"-ში მხედველობის ლაზერული კორექციისთვის Alcon-ის მაღალტექნოლოგიური აპარატურა გამოიყენება! კლინიკაში არსებული Contoura Vision ტექნოლოგია ითვალისწინებს ყველა პაციენტის ინდივიდუალურ მონაცემებს და საშუალებას იძლევა ჩატარდეს ე.წ. 


პერსონალიზირებული კორექცია. ჩვენ მხედველობის კორექციის სხვადასხვა მეთოდს გთავაზობთ. შესაბამისად, პაციენტს საშუალება ეძლევა სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით აირჩიოს კორექციის მეთოდი. ასევე, "მზერა" ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, სადაც მხედველობის ლაზერული კორექცია კერატოკონუსის დროსაცაა შესაძლებელი.

mzera logo orange_edited.png

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

4.png
5.png
  • Facebook

+995 32 277 55 88

+995 32 2 117 711

+995 555 56 55 88

თბილისი, წინანდლის ქ.9

ორშაბათი  

სამშაბათი 

ოთხშაბათი  

ხუთშაბათი 

პარასკევი

შაბათი

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

10:00 - 16:00

2025© ყველა უფლება დაცულია | Privacy Policy

bottom of page