+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88
რეფრაქციული ანომალიები
მიოპია
ახლომხედველობა, იგივე მიოპია, თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ახლომხედველი ადამიანი ახლომდებარე საგნებს კარგად ხედავს, დაშორებულს კი – ბუნდოვნად.
მიოპიის მიზეზები:
თვალის ზედმეტად გრძელი ფორმა, რის გამოც შემავალი სხივები ვერ ფოკუსირდებიან ბადურა გარსზე
გენეტიკური ფაქტორები: მიოპიის განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებში, ვის მშობლებსაც აქვთ იგივე პრობლემა
მიოპიის სიმპტომები:
შორს მყოფი საგნების ბუნდოვნად ხედვა
თვალის ხშირად მოჭუტვა შორ მანძილზე დასანახად
თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია თვალის დაღლილობით
დისკომფორტი მანქანის ტარების ან სპორტული აქტივობების დროს
ხარისხის მიხედვით ახლომხედველობა იყოფა 3 ტიპად, რაც განსაზღვრავს კორექციის მეთოდსა და მიდგომას:
მსუბუქი ხარისხის მიოპია: -0.5D-დან -3D-მდე
საშუალო ხარისხის მიოპია: -3D-დან -6D-მდე
მაღალი ხარისხის მიოპია: -6D და მეტი
კორექციის მეთოდები:
სათვალე ან კონტაქტური ლინზები
მხედველობის ლაზერული კორექცია, რომელიც უსაფრთხო და ეფექტური პროცედურაა
ფაკიური ლინზების იმპლანტაცია, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის მიოპიის დროს
ორთოკერატოლოგიური (ღამის) ლინზები
ასტიგმატიზმი
ასტიგმატიზმი ლათინურად ფოკუსური წერტილის არარსებობას ნიშნავს.
ჯანსაღი თვალის რქოვანასა და ბროლს გლუვი, სფერული ზედაპირი აქვს. ასტიგმატიზმის დროს, რქოვანას არასწორი ზედაპირი ბუნდოვანი მხედველობის მიზეზია.
ასტიგმატიზმის ძირითადი სიმპტომებია:
ობიექტი ახლოდანაც და შორიდანაც არამკვეთრია
თვალების მოჭუტვის გამუდმებული სურვილი
დისკომფორტი და თავის ტკივილი
ასტიგმატიზმი შეიძლება იყოს მარტივი, რთული ან შერეული. იმის მიხედვით, თუ რომელი რეფრაქციული ანომალიაა შერწყმული ასტიგმატიზმთან, განასხვავებენ მხედველობის დარღვევის რამდენიმე ტიპს. მაგალითად, შეიძლება გაწუხებდეთ სხვადასხვა ხარისხის შორსმხედველობა ან ახლომხედველობა ასტიგმატიზმთან ერთად.
კორექციის მეთოდები:
სათვალე ან კონტაქტური ლინზები
მხედველობის ლაზერული კორექცია
ფაკიური ლინზების იმპლანტაცია
ჰიპერმეტროპია
ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა თვალის რეფრაქციული პათოლოგიაა. ჰიპერმეტროპიისას საგნების გამოსახულება ბადურა გარსის მიღმა ფოკუსირდება, რაც გამოწვეულია ან თვალის მოკლე ღერძით ან რქოვანისა და ბროლის სუსტი გარდამტეხი ძალით.
საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპიისას პაციენტებს აქვთ ტიპური ჩივილები მხედველობის გაუარესების გამო:
ცუდი მხედველობა ახლო მანძილზე
თვალის ადვილად დაღლა კითხვისას
თვალების დაძაბვა მუშაობისას (თავის ტკივილი, თვალების წვა)
ბავშვებში - სიელმე ან ზარმაცი თვალი
კორექციის მეთოდები:
სათვალე ან კონტაქტური ლინზები
მხედველობის ლაზერული კორექცია