top of page

ბადურის ჩამოცლა

ბადურის ჩამოცლა არის ბადურა გარსის განშრევება ქვემდებარე სისხლძარღვოვანი გარსისგან, რომელიც უზრუნველყოფს ბადურის საკვებითა და ჟანგბადით მომარაგებას.


ძირითადი მიზეზები:


  • ტრავმა ან დაზიანება: თვალზე ფიზიკური დარტყმა

  • ახლომხედველობა: თვალის ფორმის ცვლილება ზრდის ბადურის ჩამოცლის რისკს

  • ასაკობრივი ცვლილებები 50 წელს ზემოთ

  • დიაბეტი: დიაბეტურმა რეტინოპათიამ შეიძლება გამოიწვიოს ბადურის სისუსტე

  • გენეტიკური მიდრეკილება ან წარსულში არსებული ბადურის დაავადებები


მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის სიმპტომები, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ბადურის ჩამოცლის ადრეულ ეტაპზე:


  • მხედველობის ველში პატარა შავი ლაქების გაჩენა

  • სინათლის უეცარი გაელვებები ერთ თვალში

  • მხედველობის სიმახვილის გაუარესება

  • ფარდის მსგავსი ჩრდილი მხედველობის არეში


დაავადების განკურნების ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა. მხედველობის შესანარჩუნებლად სასურველია ოფთალმოლოგთან ვიზირი ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენისთანავე.

bottom of page