+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88
ვიტრეორეტინული ქირურგია
ვიტრეორეტინული ქირურგია მიზნად ისახავს მინისებური სხეულის (ვიტრიუმის) და ბადურის (რეტინის) დაავადებების მკურნალობას. ფართოდ გავრცელებულ ვიტრეორეტინულ დაავადებებს მიეკუთვნება:
ბადურის ჩამოცლა
ბადურის დეგენერაციული დაავადებები
დიაბეტური რეტინოპათია
მაკულარული ხვრელი
ბადურის მემბრანული დაავადებები
ვენის თრომბოზი
ბადურის ტრავმული დაზიანებები
ბევრი ვიტრეორეტინული დაავადება საწყის ეტაპზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდებით, მაგალითად, ლაზერული თერაპიით ან მედიკამენტური მკურნალობით იკურნება. თუმცა, თუ დაავადება პროგრესირებს და სხვა მეთოდები აღარ არის ეფექტური მივმართავთ ვიტრეორეტინული ქირურგიას.
თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
მხედველობის მოულოდნელი გაუარესება
შავი ლაქები მხედველობის არეში
მხედველობის დაბინდვა ან დაკარგვა
თვალის ტკივილი
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი "მზერა"-ში ვიტრეორეტინულ ოპერაციებს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტები თანამედროვე სამედიცინო აპარატურის გამოყენებით.