top of page

Union Legal და „მზერა“: ახალი სტანდარტი სამედიცინო სფეროში

  • May 7
  • 2 min read

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ იურიდიულ კომპანია ,,Union Legal“-სა და ,,ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს პარტნიორობა საფუძველს უყრის საქართველოში უნიკალურ პრაქტიკას, სადაც მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება და სამართლებრივი უსაფრთხოება ერთიან, კოორდინირებულ სისტემაში ერთიანდება.



სამედიცინო სფერო და სამართლებრივი რეგულაციები დღეს მჭიდრო კავშირშია. ჩვენი მიზანია, პაციენტი იყოს დაცული როგორც ჯანმრთელობის, ისე სამართლებრივი კუთხით. ჩვენი გაერთიანებული რესურსები კლიენტების ინტერესების მაქსიმალურ დაცვას მოხმარდება.


​ერთობლივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები:


პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივი უზრუნველყოფა


თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო მომსახურების პროცესების მუდმივი მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი სრული თავსებადობა მოქმედ კანონმდებლობასთან, ეთიკურ ნორმებსა და საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან.


სადაზღვევო ურთიერთობების სამართლებრივი მართვა და წარმომადგენლობა


სამედიცინო სერვისების მიღებისას წარმოშობილი სადაზღვევო ურთიერთობების ფარგლებში, ,,Union Legal“ უზრუნველყოფს პაციენტთა ინტერესების დაცვას. ეს მოიცავს ბიუროკრატიული პროცესების ოპტიმიზაციას, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და პაციენტის უფლების რეალიზაციას სამართლიან სადაზღვევო ანაზღაურებაზე.


სამედიცინო დოკუმენტაციის ვალიდაცია და ხარისხის კონტროლი


კვალიფიციურ მედიკოსთა გუნდისა და ,,Union Legal“-ის იურისტების კოორდინირებული მუშაობით განხორციელდება სამედიცინო დოკუმენტაციის კომპლექსური რევიზია. აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს კლიენტის სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამედიცინო პროცესის გამჭვირვალობის გარანტს.


სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის ექსპერტიზა


მემორანდუმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის ქმედებების სამართლებრივი შეფასება, რაც მიზნად ისახავს შესაძლო პროფესიული გადაცდომების პრევენციას და პაციენტისა და კლინიკის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას.


პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობის მართვა


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პაციენტთა სამედიცინო ინფორმაციის დამუშავების პროცესს. ,,Union Legal“ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვასა და კონტროლს.


მედიაცია და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა


პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას ან მესამე მხარეს (მაგ. სადაზღვევო კომპანიას) შორის წარმოშობილი გაუგებრობების შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭება მედიაციის პროცესს. ეს უზრუნველყოფს კონფლიქტების ოპერატიულ, კონფიდენციალურ და ნაკლებად ბიუროკრატიულ გადაჭრას სასამართლო განხილვების გარეშე.


ჩვენი რწმენით, მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება განუყოფელია პაციენტის უფლებების ფუნდამენტური დაცვისგან. წინამდებარე მემორანდუმი წარმოადგენს ინსტიტუციურ გარანტს იმისა, რომ ჩვენს კლიენტებს ექნებათ წვდომა პრემიუმ კლასის სამედიცინო სერვისებზე, რომელთა სამართლებრივ მდგრადობას პროფესიონალური იურიდიული მხარდაჭერა უზრუნველყოფს.


ამ სტრატეგიული პარტნიორობით, ,,Union Legal“ და „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა“ ამკვიდრებენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, სადაც პაციენტის კეთილდღეობა და სამართლებრივი უსაფრთხოება თანაბრად პრიორიტეტულია.


 
 
mzera logo orange_edited.png

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

4.png
5.png
  • Facebook

+995 32 277 55 88

+995 32 2 117 711

+995 555 56 55 88

თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. 4

ორშაბათი  

სამშაბათი 

ოთხშაბათი  

ხუთშაბათი 

პარასკევი

შაბათი

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

10:00 - 16:00

2026© ყველა უფლება დაცულია | Privacy Policy

bottom of page