ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერაში მიმდინარეობს რეზიდნტურის 4 წლიანი პროგრამა ოფთალმოლოგიაში
- Dec 15, 2024
- 1 min read

პირველი წლის მანძილზე ახალგაზრდა ექიმები დეტალურად შეისწავლიან მხედველობის ორგანოს ნორმალურ ანატომიასა და ფუნქციას, დიაგნოსტიკის კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს. იღრმავებენ ცოდნას თვალის მამოძრავებელი სისტემის დაავადებების, ოკულოპლასტიკის და საცრემლე სისტემის დაავადებების შესახებ.
შემდეგი წლების განმავლობაში რეზიდენტები სრულიად ფლობენ თვალის ყველა დაავადების თეორიულ მხარეს. აქტიურად ერთვებიან პაციენტების გასინჯვის პროცესში, უშუალოდ მონაწილეობენ სხვადასხვა დიაგნოსტიკური და მკურნალობის მეთოდის განხორციელებაში. დამოუკიდებლად ( მხოლოდ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ) ღებულობენ და სინჯავენ პაციენტებს. კურატორის მეთვალყურეობის ქვეშ ახორციელებენ მიღებული ინფორმაციის ანალიზს, სვამენ დიაგნოზს და ექიმის დახმარებით ნიშნავენ მკურნალობას. ეუფლებიან სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების პრაქტიკულ უნარ ჩვევებს. ესწრებიან ქირურგიულ ოპერაციებს, ახორციელებენ ლაზერული ქირურგიისა და ინტრაოკულარული ჩარევების ეტაპებს.
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას რეზიდენტურის კურსდამთავრებული არის სრულყოფილი ექიმი, 4 წლიანი კლინიკური გამოცდილებით, რომელიც მზად არის დამოუკიდებლად პაციენტის მისაღებად.