

ანგიოლოგია
სისხლძარღვთა ქირურგიის (ან ანგიოლოგიის) დეპარტამენტი უზრუნველყოფს ვენური და არტერიული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
აქ ფასდება ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ვარიკოზული ვენები, ღრმა ვენების თრომბოზი, ქრონიკული ვენური უკმარისობა, პერიფერიული არტერიების დაავადება და სისხლძარღვთა ანთებითი პათოლოგიები. კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე დიაგნოსტიკა, ნაკლებინვაზიური ჩარევები (ლაზერული აბლაცია) და ქირურგიული მკურნალობა.
ვენური და არტერიული პათოლოგიების მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში. ამიტომ, პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და მკურნალობა.
ისინი შეიძლება მოიცავდეს ცხოვრების წესის შეცვლას, მედიკამენტების ჩართვას, მინიმალურ ინვაზიურ პროცედურებს, ქირურგიულ ჩარევებსა და სისხლძარღვების რეაბილიტაციას.
ანგიოლოგია ასევე მოიცავს პრევენციულ ზომებს და გრძელვადიან მართვის სტრატეგიებს სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად.
სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომებია
-
ტკივილი ქვედა კიდურებში
-
ადვილად დაღლა, გარდამავალი კოჭლობა 50-100 მეტრის გავლის შემდეგ
-
კიდურების შესიება/გაციება
-
სიმძიმის / წვის შეგრძნება
-
გენეტიკურად დატვირთული ანამნეზი
-
|| ტიპის შაქრიანი დიაბეტი
-
თამბაქოზე დამოკიდებულება
როგორ ავირჩიოთ სისხლძარღვთა ქირურგი?
ქირურგის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: ექიმის გამოცდილება, კლინიკის ტექნიკური შესაძლებლობები, დიაგნოსტიკის სიზუსტე და როგორც კონსერვატიული, ისე ნაკლებინვაზიური და ქირურგიული მკურნალობის ხელმისაწვდომობა. კარგი ანგიოლოგი აფასებს არა მხოლოდ უკვე გამოხატულ დაავადებას, არამედ მის რისკ-ფაქტორებსა და გართულებების ალბათობასაც.
როგორ ჩავეწერო სისხლძარღვთა ქირურგიის კონსულტაციაზე?
კლინიკაში სისხლძარღვთა ქირურგიის კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ნომერზე
სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ირაკლი პაპასქუა

სტაჟი:
-
ანგიოლოგია 26 წელი
-
მამოლოგია 19 წელი
ირაკლი პაპასქუა
ონკო-მამოლოგია, კანის და რბილი ქსოვილების ონკოლოგია, ანგიოლოგ ია (ფლებოლოგია)
