top of page
mzera logo orange_edited.png
+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88
2.png

ენდოკრინოლოგია

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც 15 სხვა მიმართულებასთან ერთად ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტიც ფუნქციონირებს.

ენდოკრინული დარღვევები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, ხშირად ეს პრობლემა ჰორმონალურ დისბალანსს უკავშირდება, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, ნერვულ სისტემასა და რეპროდუქციულ სისტემაზე. 

ჩვენს კლინიკაში არსებული უახლესი ტექნოლოგიები და გამოცდილი მედპერსონალი ქმნის ყველა აუცილებელ პირობას იმისთვის, რომ დაისვას ზუსტი დიაგნოზი და სწორად დაიგეგმოს მკურნალობა.

"მზერა"-ში შესაძლებელია შინაგანი სეკრეციის ორგანოების შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა:
  • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1, ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი, დიაბეტის სხვა ფორმები)

  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადებები და ა.შ)

  • ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი)

  • ჰიპოფიზის დაავადებები (აკრომეგალია, ჰიპერპროლაქტინემია, უშაქრო დიაბეტი და ა.შ)

  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (ჰიპერალდოსტერონიზმი, ადისონის დაავადება და ა.შ)

  • ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი

ენდოკრინული დარღვევები მრავალი ორგანოსა და სისტემის ფუნქციონირებაზე აისახება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ფარისებრ ჯირკვალს უნდა დაეთმოს. ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვან პროცესებს არეგულირებს. ხშირად სამედიცინო პრაქტიკაში ვხვდებით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ან ფუნქციის ზედმეტად გააქტიურებას.

ფარისებრი ჯირკვლის პირველადი კვლევისთვის ვატარებთ:
  • თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა 

  • თავისუფალი თიროქსინის (FT4) განსაზღვრა

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა (იგი  იძლევა საჭირო ინფორმაციას ფარისებრი ჯირკვლის  წილების  ზომის, ჯირკვლის საერთო მოცულობის და კვანძოვანი წარმონაქმნების შესახებ)

ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის რეკომენდებულია ენდოკრინოლოგთან რეგულარული კონსულტაცია და საჭირო კვლევების ჩატარება. 'მზერა' ზრუნავს პაციენტების კეთილდღეობაზე, ამიტომ თანამშრომლობს თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიასთან. ასევე, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს სთავაზობს შეღავათებს.

თამარ თოდუა.jpg
  • 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება

თამარ თოდუა

ექიმი ენდოკრინოლოგი

mzera logo orange_edited.png

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

4.png
5.png
  • Facebook

+995 32 277 55 88

+995 32 2 117 711

+995 555 56 55 88

თბილისი, წინანდლის ქ.9

ორშაბათი  

სამშაბათი 

ოთხშაბათი  

ხუთშაბათი 

პარასკევი

შაბათი

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

10:00 - 16:00

2025© ყველა უფლება დაცულია | Privacy Policy

bottom of page