top of page
mzera logo orange_edited.png
+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88
6.png

გასტროენტეროლოგია

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ ,,მზერა’’-ში  შეგიძლიათ ჩაიტაროთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 

საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვები ნივთიერებების დაშლაზეა პასუხისმგებელი, რომელიც ორგანიზმმა ენერგიის, ზრდისა და განვითარებისათვის უნდა მოიხმაროს. როგორც წესი, გასტროენტეროლოგები დიაგნოსტირებენ და მკურნალობენ საყლაპავის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებებსა თუ დარღვევებს.

გასტროენტეროლოგიური პათოლოგიების მთავარი გამომწვევი მიზეზებია:
  • არასწორი ცხოვრების წესი

  • არაჯანსაღი კვება

  • თამბაქოსა და ალკოჰოლის ზემოქმედება

  • ჭარბი წონა და გენეტიკური ფაქტორები

სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა პრობლემაზე მიუთითებდეს:
  • წონაში კლება

  • ტკივილი მუცლის არეში 

  • ყაბზობა, ფაღარათი

  • საერთო სისუსტე

  • სისხლიანი ღებინება

  • გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება

  • სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდგომ

  • ანემია

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრისთვის პრიორიტეტულია ენდოსკოპისტთა და რადიოლოგთა გამოცდილ გუნდთან ერთად, თანამედროვე ლაბორატორიული კვლევებისა და უახლესი სამედიცინო აპარატურის მეშვეობით, დაავადებათა სწორი დიაგნოსტირება და პაციენტებისათვის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების შეთავაზება.

ჩვენი დიაგნოსტიკური სერვისები მოიცავს:
  • ლაბორატორიული კვლევები;

  • ულტრაბგერითი კვლევის მეთოდები;

  • ენდოსკოპიური კვლევები (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია);

  • კომპიუტერული ტომოგრაფია;

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;

  • მორფოლოგიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა;

  • ჰელიკობაქტერიის დიაგნოსტიკა სუნთქვის ურეაზული ტესტით.

 

ჩვენს კლინიკაში კონსულტაციას 37 წლიანი გამოცდილების მქონე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ირაკლი ხმალაძე გაგიწევთ.

განსაკუთრებული პირობები

'მზერა' ზრუნავს პაციენტების კეთილდღეობაზე, ამიტომ თანამშრომლობს თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიასთან. ასევე, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს სთავაზობს შეღავათებს.

mzera logo orange_edited.png

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

4.png
5.png
  • Facebook

+995 32 277 55 88

+995 32 2 117 711

+995 555 56 55 88

თბილისი, წინანდლის ქ.9

ორშაბათი  

სამშაბათი 

ოთხშაბათი  

ხუთშაბათი 

პარასკევი

შაბათი

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

10:00 - 16:00

2025© ყველა უფლება დაცულია | Privacy Policy

bottom of page