+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88


ლაბორატორია
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი უზრუნველყოფს თანამედროვე აპარატურისა და რეაქტივების მეშვეობით დიაგნოსტიკური ტესტის შესრულებას კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
ჩვენი ლაბორატორიული მომსახურება ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტით შესრულებულ ტესტებს. კვლევებს ატარებენ პროფესიონალები, შესაბამისად შედეგები მაქსიმალურად სანდოა.
ლაბორატორია თამაშობს ცენტრალურ როლს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, რადგან სწორედ მიღებული შედეგები ეხმარება ექიმებს სწორად დაგეგმონ პაციენტთა მკურნალობის სტრატეგია. ჩატარებული ტესტები გვეხმარება დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში, რაც, თავის მხრივ, ზრდის წარმატებული მკურნალობის ალბათობას.
ჩვენი ლაბორატორია მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა:
-
ჰემატოლოგია (სისხლის საერთო ანალიზი, ლიმფოციტების და ნეიტროფილების ბალანსი, პროთრომბინის დონე და სხვა კოაგულოგრამები)
-
ბიოქიმია (მაღალი რისკის სისხლის ანალიზი – ქოლესტერინი, შაქარი, მჟავა-ბაზის ბალანსი, კრეატინინი და სხვა)
-
იმუნოლოგია (ალერგიული ტესტები, ანტისხეულები)
-
ჰორმონალური ტესტები
-
უროლოგიური და გინეკოლოგიური ტესტები (შარდის ანალიზი, ქალის ჰორმონების ანალიზი)
შეგახსენებთ, რომ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი.