+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88


მამოლოგია
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერაში ფუნქციონირებს მამოლოგიის დეპარტამენტი, სადაც შესაძლებლობა გაქვთ დეტალურად გამოიკვლიოთ სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესები.
კლინიკაში ყველა დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო პროცედურა თანამედროვე პროტოკოლისა და გაიდლაინების შესაბამისად მიმდინარეობს. ძუძუს პათოლოგიების დიაგნოსტირებისას კვლევა ტარდება მაღალი ხარისხის აპარატურით, რაც გამორიცხავს შეცდომის ალბათობას.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები მსოფლიოში 20%-ით გაიზარდა. საქართველოში კი, ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებად ითვლება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა ქალმა მიიღოს ზუსტი და დროული დახმარება, რაც მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე გრძელვადიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს. ასევე, ჩვენ ორიენტირებულები ვართ პაციენტთა ცნობიერების ამაღლებასა და დაავადებების პრევენციაზეც.
ჩვენ ვმუშაობთ ამდასხვა დაავადებების გამოვლენასა და მკურნალობაზე:
-
სარძევე ჯირკვლის კიბო (ძუძუს კიბო) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება, რომელიც მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყების შემთხვევაში სრულად მართვადია.
-
მასტიტი - სარძევე ჯირკვლის ანთებითი დაავადება, რომელიც ძირითადად ლაქტაციის პერიოდში ვითარდება, მაგრამ შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული.
-
კისტები, ფიბროადენომა - სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნები
-
მამოლოგიური ინფექციები - ინფექცია, რომლმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ძუძუს ქსოვილზე და გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ან შეშუპება.
-
დისპლაზია - სარძევე ჯირკვლის უჯრედების არანორმალური ზრდა, რომელმაც ზოგჯერ კიბოს განვითარება შეიძლება გამოიწვიოს.
-
ჰორმონალური ცვლილებები - სარძევე ჯირკვლის ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით, როგორიცაა პერიმენოპაუზა ან მენსტრუაციული ციკლის დარღვევები.
განსაკუთრებული პირობები
“მზერა” ზრუნავს პაციენტების კეთილდღეობაზე, ამიტომ თანამშრომლობს თითქმის ყველა სადაზღვეო კომპანიასთან. ასევე, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს სთავაზობს 30%-იან ფასდაკლებას ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე. ყოველ შაბათს კი კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგს.