top of page
mzera logo orange_edited.png
+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88
17.png

ნევროლოგია

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ "მზერა"-ში წარმატებით ფუნქციონირებს ნევროლოგიის კაბინეტი. ნევროლოგიის დეპარტამენტი ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას უზრუნველყოფს. ცენტრალური ნერვული სისტემა მოიცავს თავის ტვინსა და ზურგის ტვინს, ხოლო პერიფერიული ნერვული სისტემა გულისხმობს პერიფერიულს ნერვებს, ფესვებს, მათ წნულებსა და კვანძებს.

ინსულტი ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ პათოლოგიას წარმოადგენს,   მეორე ადგილზე ალცჰაიმერია, შემდეგ ეპილეფსია, პარკინსონი, გაფანტული სკლეროზი და ა.შ.

ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაავადებების ეფექტურ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე მუშაობენ მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები.

გუნდს კლინიკის სხვა მიმართულებების ექიმებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად აქვს შესაძლებლობა პაციენტებს ერთ ლოკაციაზე შესთავაზონ კომპლექსური სადიაგნოსტიკო სერვისები:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია

  • ელექტრონეირომიოგრაფია

  • ელექტროენცოფალოგრაფია

  • ტვინის მკვებავი სისხლძარღვების ულტრაბგერითი სკანირება

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

გიზიარებთ ნევროლოგიურ ჩივილებს, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია:
  • თავის ტკივილი

  • თავბრუსხვევა 

  • მეხსიერების დაქვეითება 

  • უძილობა 

  • მაღალი არტერიული წნევა

  • ადვილად აღზნებადობა

  • შუილი ყურებში

  • ტკივილი და დაჭიმულობა კისრისა და ბეჭების არეში

  • ხერხემლის ტკივილი

  • დაბუჟება კიდურებში

mzera logo orange_edited.png

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

4.png
5.png
  • Facebook

+995 32 277 55 88

+995 32 2 117 711

+995 555 56 55 88

თბილისი, წინანდლის ქ.9

ორშაბათი  

სამშაბათი 

ოთხშაბათი  

ხუთშაბათი 

პარასკევი

შაბათი

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

10:00 - 16:00

2025© ყველა უფლება დაცულია | Privacy Policy

bottom of page