top of page
mzera logo orange_edited.png
+995 32 277 55 88
+995 555 56 55 88
19.png

თერაპია

"მზერაში" ფუნქციონირებს თერაპიის დეპარტამენტი, რომელიც შინაგანი ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზეა ორიენტირებული.

თერაპევტი არის პირველი სპეციალისტი, ვისაც ზოგადი ჩივილებით მივმართავთ  – იქნება ეს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, უმადობა თუ უხასიათობა. ის ფართო პროფილის ექიმია და არა კონკრეტული მიმართულების სპეციალისტი. თერაპევტს აქვს კომპლექსური ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით – იმუნიზაცია, შინაგანი ორგანოები, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე რუტინული გამოკვლევები და პათოლოგიები. მისი ამოცანაა, დაადგინოს, როგორ უკავშირდება თქვენი ჩივილები ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართოთ შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან.

 

თერაპევტი/ოჯახის ექიმი დეტალურად ეცნობა პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას და უწევს მუდმივ მონიტორინგს, პაციენტებს აწვდის საჭირო ინფორმაციას პროფილაქტიკური გამოკვლევების შესახებ, აცნობს გავრცელებული პათოლოგიების რისკ-ფაქტორებს და ეხმარება ჯანმრთელობის უკეთ მართვაში.

 

"მზერაში" თერაპევტების გუნდი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებითა. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ეცნობიან მედიცინის უახლეს მიღწევებს და იყენებენ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტიკას. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თითოეული შემთხვევის სიღრმისეულ შესწავლას და მკურნალობის პერსონალიზებულ მიდგომას.

mzera logo orange_edited.png

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

4.png
5.png
  • Facebook

+995 32 277 55 88

+995 32 2 117 711

+995 555 56 55 88

თბილისი, წინანდლის ქ.9

ორშაბათი  

სამშაბათი 

ოთხშაბათი  

ხუთშაბათი 

პარასკევი

შაბათი

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

09:30 - 17:30

10:00 - 16:00

2025© ყველა უფლება დაცულია | Privacy Policy

bottom of page